კომპანია შპს «ნინო 2008» დაარსდა 2008 წელს და დაარსების დღიდან არის საქართველოს სადისტრიბუციო ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი კომპანია.
კომპანია წლიდან წლამდე ვითარდებოდა და დღეს-დღეობით საქართველოს თითქმის ყველა რეგიონი აქვს ათვისებული. კომპანია შპს «ნინო 2008» დისტრიბუციას ახორციელებს მთელი საქართველოს მასშტაბით და დაფარული აქვს 5000-მდე სავაჭრო ობიექტი, მსხვილი ქსელების ჩათვლით: Carrefour, Ori Nabiji, Nikora, Zghapari, Magniti, Smart, Spar, Ioli, Evroprodukt, Supermarket, Fresko, Alkorium.
კომპანიას მოპოვებული აქვს ექსკლუზიური უფლება საქართველოს ბაზარზე იმპორტი და დისტრიბუცია გაუწიოს ისეთ ბრენდებს როგორებიც არიან: Слявянский дар, Гродфуд Мяскон, Рогачэвь, Мясной стол, Лотос ВБХ, Московский завод "Кристалл", Mildiani, KTV, Badagoni, Bagrationi, Shato Muxrani, Teliani Valley.
კომპანია შპს «ნინო 2008» არის ერთ-ერთი მსხვილი გადამხდელი კომპანია, რომელსაც თავისი საქმიანობით თავისი წვლილი შეაქვს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.
კომპანია შპს «ნინო 2008» გააჩნია საკუთარი ავტომანქანების პარკი.
პრისეილერები აღჭურვილი არიან თანამედროვე ტიპის IPAC-ებით, რომელთა მეშვეობითაც ისინი ონლაინ რეჟიმში გზავნიან შეკვეთებს მაღაზიებიდან პირდაპირ საწყობში. საწობი თავის მხრივ უზრუნველყოფს შეკვეთების აგროვებას, ხოლო შემდეგ ლოჯისტიკის განყოფილების ექპედიციის სამსახურის მეშვეობით, შეკვეთის მიღებიდან მეორე დილასვე პროდუქცია ნაწილდება მაღაზიებში. პრისეილერები მუშაობენ მსუბუქი ავტომობილებით, ექსპედიტორები კი სატვირთო ავტომობილებით.
კომპანიის ავტოპარკი ფუნქციონირებს GPS სისტემით, რაც საშუალებას იძლევა მუდმივი კონტროლის ქვეშ იყოს ყველა მანქანა და რაც მთავარია, პრისეილერების მარშრუტის შესაბამისად გადაადგილების პროცესი. კომპნიას ყავს საკუთარი ტრენერი, რომელიც ატარებს სხვადასხვა სახის, გაყიდვების უნარ-ჩვევების თუ მერჩენდაიზინგის, კომუნიკაციის თუ მენეჯერული თვისებების დახვეწაზე ორიენტირებულ ტრენინგებს.
შპს «ნინო 2008» თანამშრომლობს 9 პარტნიორ კომპანიასთან, რომელთა პროდუქციაც მსოფლიო ბაზრის შესაბამის მიმართულებების წამყვან ბრენდებად გვევლინებიან.
საქართველო, თბილისი 0179, ევდოშვილის ქუჩა 12
ორშ. - შაბ. 09:00 – 20:00 საათი.
+995 579119606
+995 579599557
+79778072755
+79778072755
info@geomarini.com